Expert advice on how to select a country for treatment abroad

Close

Expert advice on how to select a country for treatment abroad

საზღვარგარეთ მკურნალობისთვის მომზადებისას, პაციენტი ისედაც ითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობა, ფასი, ცხოვრება კონკრეტულ ქვეყანაში, ვიზა, ენის ბარიერი, დაზღვევა, კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი კულტურა.

 

ახლა კი, მოდით, ვისაუბროთ  კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უფრო გაგვიმარტივებს სამკურნალოდ გამგზავრების დაგეგმვას.

როგორ შევამოწმოთ კონკრეტული კლინიკის სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი?

- შეამოწმეთ საერთაშორისო პაციენტების კომენტარები მომსახურეობის შესახებ შერჩეული კლინიკის ოფიციალურ  ვებ გვერდზე.

- მნიშვნელოვანია,  კლინიკის ვებ გვერდზე იყოს გაზიარებული  ექიმების CV.

- ინტერნეტის მეშვეობით ჩაატარეთ მცირე კვლევა. გაითვალისწინეთ, რაც არ უნდა  მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიმწოდებელი იყოს კლინიკა, მაინც შესაძლებელია იყოს სპეციალიზებული ერთი ან რამდენიმე მიმართულებით.

- მიიღეთ რეკომენდაციები თქვენი მკურნალი ექიმისგან საქართველოში საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით.

- კონკრეტულ კლინიკას უნდა ჰქონდეს საერთაშორისო სერთიფიკატები, როგორიცაა JCI  სერთიფიკატი. JCI არის სამედიცინო პრაქტიკაში გაწეული მომსახურების ხარისხის უნივერსალური სტანდარტებისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია. ასეთი აკრედიტაციის ქონა ნიშნავს ჯანდაცვის ხარისხის „უმაღლეს დონეს“.


საზღვარგარეთ მკურნალობისას ღირებულების საკითხი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც საქმე ეხება  ჯამრთელობას,  მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა გზა და გავცდეთ ყველა ლიმიტს.

მოდით, გავამახვილოთ ყურადღება  ქვეყნებს შორის ამ საკითხში არსებულ განსხვავებებზე. მაგალითად, ამერიკაში მკურნალობა თურქეთთან შედარებით 5-ჯერ,  აზიის ქვეყნებისგან კი -  10-ჯერ უფრო ძვირია. მაგრამ ფაქტია, რომ ექიმების მუშაობისა და პროფესიონალიზმი დონე აღნიშნულ ქვეყნებში თანაბრად მაღალია. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია და საქმის გასამარტივებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის მსგავს კომპანიებს, რათა დაგეხმაროთ თქვენთვის უფრო მისაღები ფასის  მიღებაში. რაზეს გლობალი მზად არის ამ მიმართულებით დაგეხმაროთ.

 

რაც შეეხება ცხოვრებასა და დარჩენას შერჩეულ ქვეყანაში,  კლინიკებს აქვთ თანამშრომლობა სასტუმროებთან, აქედან გამომდინარე, თქვენი სასტუმრო იქნება ახლოს თქვენს კლინიკასთან. წინასწარ უნდა დაუკავშირდეთ კლინიკის საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტს და მიიღოთ მათგან რეკომენდაციები.

 

ვიზის საკითხიც კი შეგიძლიათ ანდოთ კლინიკის საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მომსახურებას გაგიწევენ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად.

 

ბილეთების ყიდვისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ  პირველ რიგში, იყიდოთ ბილეთი, თარიღიდან გამომდინარე კი დაჯავშვნოთ ვიზიტი ექიმთან, ვინაიდან ბილეთის საკმაოდ ადრე ყიდვა უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტურისტულ სააგენტოს.

 

შესაძლებელია ფიქრობდეთ, ენის ბარიერი საკმაოდ პრობლემური იყოს თქვენთვის.  ნუ ღელავთ, თუ ფლობთ ინგლისურ ან რუსულ ენებს, ყველგან შეგიძლიათ ისარგებლოთ თარჯიმნის მომსახურებით კლინიკის ფარგლებში.  მაგრამ საზღვარგარეთ მკურნალობის კომპანიები, როგორიცაა ჩვენი კომპანია რაზეს გლობალი, უფასოდ უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურეობას ყველა ქვეყანაში, როგორიცაა  თურქეთი, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, ქართულ ენაზეც კი.

 

თუ გაქვთ დაზღვევა, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია კონკრეტულ კომპანიასთან და მიიღოთ რეკომენდაციები მათგან მკურნალობის  პროცესების ღირებულება დაფარვასთან დაკავშირებით.

 

ზოგიერთი პაციენტისთვის ასევე მნიშვნელოვანია შერჩეული ქვეყნის კულტურული მხარე. თუ თქვენ გაემგზავრებით საზღვარგარეთ პლასტიკური ოპერაციებისა და მხოლოდ კონსულტაციისთვის, ეს ფაქტორი თქვენთვის საკმაოდ საინტერესო იქნება. მაგრამ თუ აპირებთ მკურნალობის გავლას კლინიკაში, მაშინ გაითვალისწინეთ, თქვენ მოგიწევთ დარჩენა და დროის გატარება მხოლოდ კლინიკის ფარგლებში და  არ გექნებათ იმის საშუალება, გაეცნოთ ქვეყნის კულტურას სიღრმისეულად. ამიტომაც, ამ შემთხვევაში, კულტურული მხარე არც თუ ისე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თუ გსურთ კონსულტირების მიღება ამ საკითხებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ  დამიკავშირდეთ პირადად მე ან ჩვენს კომპანიას რაზეს გლობალს.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

  • March 28 2023
  • 2436

About Author

Popular Posts

HOPE in CUBA for Cancer Patient

What would happen if though putting right scientific and medical minds together, the least likely source of expected innovation, comparing to USA or Europe, would develop a vaccine, a cure the world is craving for, which could potentially save or prolong Millions of lives and could possibly eliminate the leak that lung cancer is worth the global economy?

January 12 2020

Word's Low-Cost-Treatment And High Quality Healthcare

India’s medical tourism industry is expected to grow in size by more than a double, from 3 billion USD hitting 8 billion USD by 2020, according to Ministry of Tourism statistics. As the country tries to expand industry government tries to make it easier for patients to come from all around the world, providing e-visa application, also attracting buyers with advanced facilities, skilled doctors and low-cost treatment.

January 5 2020

Hair Transplant - The Beauty of Hair CAN and MUST be returned!

The problem of baldness or hair loss has caused the emergence of different methods and cosmetic preparations designed to deal with this unpleasant case. There are many remedies for hair loss both for men and women, but, unfortunately, due to their individual predisposition, they do not help everyone. According to observations, many local remedies have therapeutic effect only during use and do not give any prolonged effect. It is believed that hair transplant may be the solution in this situation.

April 11 2020
  1. Hospital and Doctor Search FREE
  2. Travel Assistance FREE
  3. Transfer Service FREE
  4. Translator Service FREE
  5. 24/7 Online Support FREE
TOTAL: 0$
Continue
Back Continue
Back Continue
Back Continue
Back Continue
Back

Your request has been received and we will contact you soon.